6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით გადაიკეტება
საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”). თბილისის მერიის ცნობით, საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.