6 მეტროსადგურის კაპიტალური რემონტი იგეგმება
თბილისი სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის 6 სადგურის კაპიტალურ რემონტს გეგმავს. ესენია ,,300 არაგველი“, ,,მარჯანიშვილი“, ,,ნაძალადევი“, ,,რუსთაველი“, ,,თავისუფლების მოედანი“ და ,,ისანი“. უწყებამ 770 ათასი ლარი გამოჰყო იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, აღნიშნული სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს. გეგმის მიხედვით, სადგურების სრული რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, შეკეთდეს ბაქნები, ესკალატორები და ვესტიბიულები. პროექტების მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა დაჯდება მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოები.