6 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგი:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მშენებლობის ღირებულების ინდექსს (2026 წლის სექტემბერი).
12:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი – საქართველოს კანონის პროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები: „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (385/2-XIმპ, 28.10.2026) პირველი მოსმენა;
მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ბესიკ ამირანაშვილი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი.
16:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნოდარ ტურძელაძის, არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი – საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (383/3-XIმპ, 28.10.2026) (პირველი მოსმენა) (წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) (სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი) (განხილვის ვადები: წამყვანი კომიტეტის სხდომაზე – 04.11.2026-07.12.2026; სავალდებულო კომიტეტის სხდომაზე – 04.11.2026- 24.11.2026); (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია);
მომხსენებელი: არჩილ გორდულაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი; საქართველოს პარლამენტის წევრების: ნოდარ ტურძელაძის, არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (383/3-XIმპ; 28.10.2026) I მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი.























