6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გეგმის მიმართ 77,7 მლნ-იანი გადაჭარბებით შესრულდა და ნომინალურ გამოსახულებაში 4 მილიარდ 157,7 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 343,4 მლნ ლარით, 9.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მაისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად ხარჯებმა 683,5, ხოლო შემოსავლებმა კი 730,2 მილიონი შეადგინა.

























