მიმდინარე წლის 6 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 140 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ კაპიტალის ბაზარი წლის განმავლობაში გააქტიურდება, მათ შორის დაგეგმილია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების გამოშვებაც. ამ ფონზე კაპიტალის ბაზრის მონაწილეები ქვეყანაში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღებას ელის, რომელმაც კაპიტალის ბაზარი უნდა გააქტიუროს. როგორია ბაზარზე არსებული ტენდენციები და მოლოდინები.