მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში jobs.ge-ზე 44 587 ვაკანსია გამოქვეყნდა - დასაქმების თრექერი

ვაკანსია

jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა მზარდია. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, წლის პირველ ნახევარში პლატფორმაზე 44 587 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იანვარ-ივნისში ვაკანსიების ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია ადმინისტრაცია და მენეჯმენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივნისში jobs.ge-ზე 7 816 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 1.8%- ით მეტია 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი მაჩვენებელი არ შეცვლილა.

დასაქმების თრექერის უახლეს გამოცემაში აღნიშნულია, რომ წლის პირველ ნახევარში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.

"2024 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 6.6% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია",- წერია პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები