მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში ქართველებმა საზღვარგარეთ 791.4 მლნ ლარი დახარჯეს

5b699348bc63c
BM.GE
07.08.18 17:00
655
წლის პირველ ნახევარში ქართველებმა საზღვარგარეთ 791 498 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (496 781 000 ლარი) 37.3%-ით აღემატება. აღნიშნულ თანხაში შედის როგორც ბანკომატებით განხორციელებული ოპერაციები, ასევე პოსტ-ტერმინალებითა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები.

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ვიზიტორებმა უცხოეთში მაისში დახარჯეს - 146.3 მლნ ლარი. ეს თანხა რეკორდულია, როგორც 2018 წლისთვის, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო 10 წლის მონაცემებისთვისაც.

ასევე, იზრდება ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც და მან წლის 6 თვეში 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რეკორდულ მაჩვენებელს კი მან ივნისში მიაღწია - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა ამ პერიოდში 228.6 მლნ ლარი შეადგინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები