სადაზღვევო სექტორი მზარდია, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მოზიდული პრემიის პორტფელი ჯამში 20%-ით 712 მლნ ლარამდე გაეზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაუორმაგდა და 6 თვის მონაცემებით 67 მლნ ლარს მიაღწია.
დაზღვევის სახეობების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა, მეორეზე კი ავტოდაზღვევა, თუმცა ამ სექტორში პორტფელი მაინც მცირდება.