6 თვეში საქართველომ 110 ტონა მანგო, გუაივა და მანგოსტანი შეიძინა, რომლის ღირებულება 383 ათასი დოლარი იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მცირე მაჩვენებლების მიუხედავად საქართველოში ტროპიკული ხილის იმპორტი მზარდია. წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა თითქმის 11 ტონით არის გაზრდილი.
მანგოს, გუაივას და მანგოსტანის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც იანვარ-ივნისში 299 ათასი დოლარის ღირებულების 91 ტონა პროდუქტი შემოვიდა. ტროპიკული ხილი შემოდის ასევე ინდოეთიდან ჯამში 6 თვეში 54 ათასი დოლარის 8 ტონა შევიძინეთ, ხოლო თურქეთიდან 14 ათასი დოლარის 14 ტონა პროუდტი შემოვიდა. საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პერუდან მანგოს, გუაივას და მანგოსტანის იმპორტი მცირეა.