მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველომ $29 მლნ-მდე ღირებულების ყავა იყიდა - TOP-იმპორტიორი ქვეყნები

ყავა

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანამ 28 მილიონ 817 ათასი დოლარის ღირებულების 4 324 ტონა მოხალული და მოუხალავი ყავა შეიძინა.

იმპორტის ღირებულება 15.2%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 21.6%-ით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყავის ძირითადი მომწოდებლები ინდონეზია, რუსეთი და ვიეტნამი არიან. იანვარ-ივნისში კი ინდონეზიიდან და ვიეტნამიდან გადმოზიდვების ზრდა დაფიქსირდა.

ყავის TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. ინდონეზია - $8 მლნ, 1 835 ტონა
  2. რუსეთი - $4.6 მლნ, 517 ტონა;
  3. ვიეტნამი - $3.9 მლნ, 946 ტონა;
  4. იტალია - $3.7 მლნ, 226 ტონა;
  5. თურქეთი - $1.3 მლნ, 119 ტონა;
  6. გერმანია - $971 ათასი, 70 ტონა;
  7. საფრანგეთი - $730 ათასი, 46 ტონა;
  8. ინდოეთი - $676 ათასი, 112 ტონა;
  9. სომხეთი - $551 ათასი, 81 ტონა;
  10. უკრაინა - $523 ათასი, 34 ტონა;

საქართველოდან ყავის ექსპორტი მცირეა და ძირითადად რეექსპორტზე მოდის. იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 285 ათასი დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტია. ამ პერიოდში ყავა სომხეთში, რუსეთში, აშშ-ში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყავის იმპორტი და რეალიზაცია დარეგულირდება. ამისთვის მთავრობამ ყავის ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა. ამასთან, ბაზარზე უკვე არსებული და ეტიკეტირებული პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაშვებული იქნება რეალიზაციაში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, თუმცა არაუგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა.

მთავრობის განმარტებით, რეგლამენტის მიზანია ყავის სექტორში ერთიანი სტანდარტების დანერგვა ყველა ეტაპზე წარმოებიდან საბოლოო რეალიზაციამდე და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები