2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ შოკოლადის იმპორტში 39.6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, რაც 15.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, როცა ქვეყანამ 34.2 მლნ აშშ დოლარის შოკოლადი შეიძინა.
იმპორტში ყველაზე დიდი წილი რუსეთს უჭირავს 30.8%-ით.
TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა:
- რუსეთი - $12.2 მლნ-ს 3,963 ტონა;
- უკრაინა - $5.9 მლნ-ს 1,419 ტონა;
- თურქეთი - $5.1 მლნ-ს 1,031 ტონა;
- ბელგია - $2.7 მლნ-ს 569 ტონა;
- პოლონეთი - $2.6 მლნ-ს 578 ტონა;
- ხორვატია - $2.1 მლნ-ს 443 ტონა;
- გერმანია - $1.7 მლნ-ს 357 ტონა;
- ნიდერლანდები - $ 1.4 მლნ-ს 252 ტონა;
- იტალია - $1.2 მლნ-ს 345 ტონა;
- სომხეთი $1.1 მლნ-ს 184 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს ექსპორტზე 1.1 მლნ აშშ დოლარის 238 ტონა შოკოლადი გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 695 ათასი აშშ დოლარის 185 ტონა.
რაც შეეხება რეექსპორტს 6 თვეში 4.5 მლნ-ს 781 ტონაა.