მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან $50 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

ოქრო

საქართველოდან ოქროს ექსპორტი თანხაში გაიზარდა, მოცულობაში კი, შემცირდა.

კერძოდ, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ 49.9 მლნ აშშ დოლარის 1.3 ტონა ოქრო გაიტანა ექსპორტზე. 2023 წლის იანვარ-ივნისში კი, 45.2 მლნ აშშ დოლარის 1.5 ტონა ოქრო.

ზრდა, მხოლოდ ქართული ოქროს ფასს არ შეხებია. 2024 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) კვარტალური მიმოხილვის მიხედვით ოქროს OTC ტრანზაქციები წლიურად 53%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი, შემდეგია:

  • შვეიცარია - 45.9 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 3.5 მლნ აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 517 ათასი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები