მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1.1%-ით გაიზარდა

5d4a88c61e843
დათო ჯალაღონია
07.08.19 15:00
616
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამურმა მოცულობამ 18.2 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (18 მლნ ტონა) 1.1%-ით აღემატება.

რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობას:

1. რკინიგზის ტვირთბრუნვა 5.0-დან 5.1 მლნ ტონამდე გაიზარდა, ანუ 2%-ით გაიზარდა;

2. საავიაციო ტვირთების მოცულობა 11.2-დან 11.5 ათას ტონამდე, ანუ 2.7%-ით გაიზარდა;

3. საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.0-დან 13.1 ტონამდე, ანუ 0.8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის მაჩვენებლები მცირდებოდა. სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 42.3 მლნ ტონა იყო, 2017 წელს - 41.5, 2018 წელს კი 41.1 მლნ ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები