წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი, 2017 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოდან ექსპორტმა 230,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა კი 642,2 მლნ დოლარი. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ ივნისში 4 474 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 415,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ივნისში ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა: შემოსავლებმა ივნისში 718,1 მლნ ლაი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა 790,6 მლნ ლარი. ივნისი წლის განმავლობაში პირველი თვე იყო, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა.

























