საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით. მხოლოდ ივნისში ზრდა 7.5% იყო. გასულ თვეში საქართველოს მსხვილ საწარმოთა ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აჩვენა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორმა, მშენებლობამ, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგმა, ტრანსპორტის, დასაწყობებისა და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. რა ბუსტავს საქართველოს ეკონომიკას და რამდენად მდგრადია ეს ზრდა?
სტუმარი: ირაკლი ჟვანია - Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი