მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

3434

საქსტატის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).

ამასთან, 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინება 9 925 და 6 456 განქორწინება.

2025 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის მარტის ბოლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები