მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში სატვირთო ავიაგადაზიდვები 50%-ით გაიზარდა

სატვირთო გადაზიდვები

2025 წლის ექვს თვის მონაცემებით, სატვირთო ავიაგადაზიდვები გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16 551 ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის ტვირთბრუნვას 50%-ით აღემატება.

საქართველოდან ტვირთების გადაზიდვა შარშანაც გაიზარდა. ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, შარშან საჰაერო გზით ჯამში 25 ათას ტონაზე მეტი ტვირთია გატანილი. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით იყო გაზრდილი, ეს 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს, შესაბამისად, გადაზიდვებიც მხოლოდ მისი გავლით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები