2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება თითქმის 49% ირანიდან დაფიქსირდა. მიზეზი ირან-აშშ-ის ომია, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შედეგად დაიწყო. ასევე 14%-იანი კლებაა ისრაელიდან ვიზიტორებშიც. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, ვიზიტები ასევე შემცირდა ინდოეთიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ინდოეთიდან ვიზიტების შემცირება, სავარაუდოდ, ავიაკომპანია "ინდიგოს" მიერ ირანის ომის გამო შეწყვეტილ რეისებს უკავშირდება.
ხოლო მატება ფიქსირდება გერმანიიდან (26%), პოლონეთიდან (17%) და უკრაინიდან (23%).
Top-15 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- რუსეთი - 610 825 ვიზიტი (მატება 5%);
- თურქეთი - 525 380 ვიზიტი (კლება 1.5%);
- სომხეთი - 360 050 ვიზიტი (კლება 8%);
- ისრაელი -146 628 ვიზიტი (კლება 14.4%);
- აზერბაიჯანი - 133 345 ვიზიტი (კლება -1.4%);
- უკრაინა - 69 250 ვიზიტი (მატება 22.7%);
- ყაზახეთი - 66 526 ვიზიტი (მატება 6%);
- ჩინეთი - 54 554 ვიზიტი (მატება 16.7%);
- ბელარუსი - 46 220 ვიზიტი (კლება 0.1%);
- გერმანია - 40 892 ვიზიტი (მატება 26.2%);
- პოლონეთი - 39 506 ვიზიტი (მატება 17.4%);
- ინდოეთი - 30 554 ვიზიტი (კლება 59.7%);
- ირანი - 29 397 ვიზიტი (კლება 48.7%);
- უზბეკეთი - 28 213 ვიზიტი (კლება 4%);
- აშშ - 23 191 ვიზიტი (მატება 4.4%);
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია ევროკავშირის (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) ქვეყნებიდან. წელს 6 თვეში ევროკავშირიდან ჯამში 249 201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 23%-იანი ზრდაა.
წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 272 964 ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში ძალიან მცირედით 0.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























