მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვის განმავლობაში 30 000 კვლევა ჩავატარეთ - “მაილაბი”

ლაბორატორია

„მომავლის დიაგნოსტიკა დღეს“ - სწორედ ამ დევიზით სულ რაღაც 6 თვის წინ ქართულ ბაზარზე ახალი, ქართულ-ებრაული ლაბორატორია “მაილაბი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს კლინიკური კვლევების სრულ სპექტრს სთავაზობს. ლაბორატორიის სერვისებზე და მნიშვნელობაზე „ქალების ნარატივში“ დეტალურად ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პელო პაპავამ ისაუბრა.

„ლაბორატორია ებრაელ პარტნიორებთან ერთად გავხსენით, რომლებმაც იდეის განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დიდი ნდობაც გამოგვიცხადეს. შედეგის დადგომისთვის ძალიან გრძელი და რთული გზა გამოვიარეთ. თანამედროვე ლაბორატორიული ბიზნესი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა და რომ შემოხვიდე ამ ბაზარზე უნდა იყო კონკურენტუნარიანი. საბოლოოდ კი 6 თვის წინ 400 000 დოლარის ინვესტიციით გავხსენით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია „მაილაბი“, - განაცხადა პელო პაპავამ.

„ლაბორატორია“ აღჭურვილია თანამედროვე ანალიზატორებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, კოაგულაცია, იმუნოლოგია, სეროლოგია, PCR მიმართულება.

„ამ 6 თვის განმავლობაში 30 000 კვლევა უკვე ჩატარებული გვაქვს და 150-მდე პარტნიორი კლინიკა გვყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელთა ზრდასთან ერთად მზარდია მოთხოვნა პლოფილაქტიკურ კვლევებზე. ის კვლევები კი, რომლებიც არ ტარდება საქართველოში, ანალიზების გაგზავნას უცხოეთში ვახორციელებთ. გვყავს პარტნიორი კლინიკები გერმანიასა და ისრაელში, თუმცა თუ მომხმარებლის სურვილია, სხვა ქვეყნებშიც შეგვიძლია კლინიკების მოძიება და ანალიზების გადაგზავნა“, - აღნიშნა პაპავამ

„მაილაბი“ ქართულ ბაზარზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, თბილისში, რუსთავში, გარდაბანსა და ბათუმში და ჯამურად 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„კადრების გადამზადებას ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალკვალიფიციური გუნდი გვყავს, დაგეგმილი გვაქვს ჩვენი თანამშრომლების ისრაელში გაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, ისრაელში მედიცინის სფერო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და შესაბამისად, იქ მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ლაბორატორიისთვის“, - აღნიშნა პელო პაპავამ.

რაც შეეხება „მაილაბის“ სერთიფიცირებას, პელო პაპავას თქმით, ბოლო შტრიხების მოგვარება დარჩა და 2025 წლისთვის ISO სერთიფიკატიკატიც ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები