მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 2700-მა ქართველმა მოითხოვა

5b59b1b02804c
თათია ჩაფიჩაძე
26.07.18 15:29
669
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარკ ჰულსტის ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 2700-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა. დროის იმავე პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნით 470-მა პირმა მიმართა ბელგიას, 190-მა შვედეთს, 200-მდე კი ნიდერლანდებს. მიუხედავად აღნიშნული მონაცემებისა, როგორც ჰულსტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბოლო თვეების განმავლობაში დიდ მიმღებ ქვეყნებში თავსესაფრის მოთხოვნის მსურველთა რაოდენობა, კლების ტენდენციით ხასიათდება.

„ჩვენი დაკვირვებით ბოლო თვეების განმავლობაში იმ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებით თავშესაფარს ითხოვენ შემცირებისკენ მიდის.ზოგ ქვეყანაში პირიქით შეიძლება აჩვენოს, მაგალითად ბელგიაში და ნიდერლანდებში, მაგრამ იმ კონკრეტულ ქვეყანაში მასშტაბები არის მცირე.

ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა არის გერმანია, სადაც წელს 6 თვის განმავლობაში 2700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, თუმცა იმედისმომცემია ის ტენდენცია, რომ მაისსა და ივნისში ეს რიცხვი შემცირდა.

მიმღებ ქვეყნებს შორის ხუთეულში ფიგურირებს შვედეთი. თუ შევადარებთ გასული წლის 6 თვის მონაცემებს მიმდინარე წლისას ვნახავთ, რომ მატება არის 23%.
ბელგიაში მიმდინარე წელს თავშესაფარი სულ 471-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც იმდენივეა, რაც გასული წლის 12 თვის განმავლობაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ბოლო მონაცემებით მოთხოვნის 200-მდე შემთხვევა ფიქსირდება.“ - განმარტა მარკ ჰულსტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები