მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60-70 ტონა მარწყვს ექსპორტზე დუბაისა და ჩეხეთში გავიტანთ - “აგროსფეისი”

6450f3a2b9767
ნინი ლონგურაშვილი
02.05.23 15:36
544

მარნეულში, სოფელ აზიზქენდში, გასულ წელს დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით, მარწყვის სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაშენდა, რომელმაც პირველი მოსავალი შარშან მიიღო. მეურნეობაში მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული.

"აგროსფეისის" გუნდში სურთ, რომ ადგილობრივი მაღალი ხარისხის მარწყვით, იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს. შედეგად, ქართული მარწყვი უკვე რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შევიდა და ექსპორტზე მუშობაც აქტიურად მიმდინარეობს. 

“აგროსფეისის” თანადამფუძნებელი, ნუცა სალუქვაძე "საქმიან დილაში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მაისის ბოლოს პირველი მოსავალი ექსპორტზე დუბაიში გავა. 

“ჩვენთვის მეორე წელია, რაც ლოკალურ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, თუმცა წელს ცვლილებები გვაქვს, რადგან მეტი წილი გავა ექსპორტზე და ნაკლები დარჩება საქართველოს ბაზარზე, პირველ წელს მხოლოდ ორი სუპერმარკეტის ქსელში ვიყავით წარმოდგენილი, წელს გავფართოვდით და თითქმის ყველგან შევედით. რაც შეეება ექსპორტს, პირველ ეტაპზე დუბაის ბაზარს განვიხილავდით, დაახლოებით 30 ტონის ექსპორტს, შემდეგ დაგვემატა ჩეხეთიც, სადაც გაყინულ 30-40 ტონა მარწყვს გავიტანთ", - ამბობს ნუცა სალუქვაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები