გამოცემის გერმანულენოვანი განყოფილება იუწყება, რომ ვაშინგტონის მაქსიმალური ზეწოლა ირანზე, უპირველეს ყოვლისა, რიგით მოქალაქეებზე აისახა.
ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო დაწესებული სანქციები ირანს მისი ძირითადი საექსპორტო საქონლით - ნავთობითა და მეტალურგიული პროდუქტებით საგარეო ვაჭრობას უკრძალავს. ამ სანქციის გამო ქვეყნის ეროვნული ვალუტა რიანი მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში 60%-ით გაუფასურდა.
ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის პროდუქციაზე, ტექსტილსა თუ ტექნიკაზე ფასები გაორმაგდა. ტურიზმი კი, რომელიც ასევე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ჩავარდნილია, სანქციების გამო ბევრმა ევროპულმა ავიაკომპანიამ ირანში ფრენები გააუქმა, მათ შორის Air France- მა და British Airways-მა. საავადმყოფოებსა და კლინიკებში ცალკეული მედიკამენტების ნაკლებობა შეინიშნება. ევროპიდან წამლების იმპორტი შემცირდა, მათ ჩინური და ინდური უხარისხო პროდუქციით ანაცვლებენ.
ქვეყანაში რეცესიაა, 2018 წელს ირანის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-ით შემცირებას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გასულ კვირას გამწვავდა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანზე ეკონომიკური ემბარგო ამოქმედდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აკრძალვა გავლენას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე მოახდენს.
მთავრობა არსებულ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას უკავშირებს და ეკონომიკის შემცირებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს.