მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

600 000 ლარის ინვესტიცია ქედაში - „საქართველოს ბანკი“ საჭირო დროს, საჭირო თანხით დაგვეხმარა“

617ffb457527a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.21 20:00
3346
მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც აქტიური ტურისტული მარშრუტი გადის, დაახლოებით, 1 თვის წინ ლაშა შავლიძისა და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით ახალი ობიექტი - „სახლი“ ამოქმედდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც მაღაზიას მართავს, ბიზნესის განვითარების სხვა გეგმებიც აქვს. კონკრეტულად კი ადგილზე მაწვნის საწარმოს და კაფე-ბარის ამოქმედება, რომელიც ადგილობრივებსა, თუ ჩამოსულ სტუმრებს განსხვავებულ გარემოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისით მოემსახურება.

პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 ლარია, საიდანაც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა 150 000 ლარია.

წარმოშობით ქედელი ლაშა შავლიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ კარგად გაწერილმა ბიზნესგეგმამ „საქართველოს ბანკისგან“ მოწონება დაიმსახურა და ფინანსურმა ინსტიტუტმა პროექტის დაფინანსება გადაწყვიტა.

„პროფესიით ბუღალტერი ვარ და კარგად მესმის ფინანსური რესურსის ნაწილში როგორი მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორის მოძიება. ეს „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის პირველი პროექტია და მიუხედავად ამისა, ისინი პროექტის დაფინანსებაზე სიხარულით დაგვთანხმდნენ, რითაც ჩემი ბიზნესიდეის განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ისინი ყველაზე საჭირო დროს, საჭირო თანხით დაგვეხმარნენ და შევძელით, რომ პროექტი სისრულეში მოგვეყვანა“, - განაცხადა ლაშა შავლიძემ.



ქედაში მაღაზიის, საწარმოსა და კვების ობიექტის ამოქმედების ბიზნესიდეის ავტორი განმარტავს, რომ სოფელ პირველ მაისში ბიზნესის დაწყება დიდი ხანია უნდოდა.

„პირველ ეტაპზე სასურსათო-საოჯახო მაღაზია გავხსენით, ხოლო შემდეგში მაწვნის მწარმოებელი ქარხნის ამოქმედება გვაქვს დაგეგმილი, რომელიც დღიურად 150 ლიტრ რძეს გადაამუშავებს. საწარმოს გვერდით კი მოეწყობა კაფე“, - განმარტავს ბიზნესიდეის ავტორი.

„სახლი“, კაფე და საწარმო, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. დღეისთვის კომპანია მხოლოდ 12 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ლაშა შავლიძე ამბობს, რომ დასაქმებულთა რიცხვი საწარმოსა და კაფის ამოქმედების შემდეგ გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, წარმოებისა და კაფის პროექტებზე მუშაობა დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს და ორი ობიექტის ამოქმედება გაზაფხულისთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები