"63BITS" 2009 წელს ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაარსეს. მათი მიზანი იყო შეექმნათ ვებ-სტუდია, რომლის ძირითადი მიმართულება იქნებოდა ვებ დიზაინის შემუშავება, ვებ-გვერდების დამზადება, მობილური აპლიკაციების შექმნა, აგრეთვე e-commerce, e-learning და სხვა ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავება.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ სამთელაძე ამბობს, რომ ბაზარზე უკონკურენტო ვებ-დეველოპმენტ და ვებ-დიზაინერ კომპანია არიან, ამიტომ უდიდეს ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ტრენდებს და ისეთ დეტალებს როგორიცაა UI/UX დიზაინი, მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე მორგებადობა, წარმადობა და რა თქმა უნდა დამკვეთთან კომუნიკაცია და ურთიერთობა.
"63BITS" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტში "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ში მონაწილოებს. მიხეილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მათი აზრით, ერთ-ერთი საშუალებაა წარმოაჩინონ კომპანია, მათი ცოდნა, ტალანტი, გაუზიარონ სხვებს წარმატებული ვებ-პროექტები, მობილური აპლიკაციები, ბიზნეს გადაწყვეტილებები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ინფორმაცია მათი კომპანიის შესაძლებლობების შესახებ.
"ამ პროექტისგან ველით, რომ "63BITS" გაიცნობს უფრო მეტი ადამიანი თუ კორპორაცია, რომელთაც დააინტერესებთ ჩვენი პროგრამული და დიზაინერული გადაწყვეტილებების გამოყენება", - ამბობს მიხეილი.
"63 ბიტი" "ბიზნესდაჯილდოების" პროექტის "წლის ინოვაციური ბიზნესის" ნომინაციის ერთ-ერთი პრეტენდენტია. მიხეილის თქმით, დანამდვილებით იცის, რომ არაერთი ახალგაზრდისთვის გახდებიან ინსპირაცია წამოიწყონ მათი მსგავსი ბიზნესი.

























