მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

64%-ით შემცირებული FDI - როგორია მოლოდინები?

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64%-ით შემცირდა. 2024 წლის I კვარტალში ქვეყანაში სულ 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება. თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო.

აღნიშნული კლება მაღალი ალბათობით სინგაპურული კორპორაცია Indorama-ს მიერ რუსთავის "აზოტის" ყიდვას უკავშირდებოდა, რის გამოც 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტიციების ნაკადი დაფიქსირდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დადებულა. გასულ წელს არსებული 91 მილიონი დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ვაჭრობაში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კლებაა 42 მილიონი დოლარიდან 19 მილიონ დოლარამდე, ტურიზმში კლებაა გასულ წელს არსებული 30 მილიონი დოლარიდან 9 მილიონ დოლარამდე. სანაცვლოდ გაზრდილია ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში 79 მილიონი დოლარი შეადგინა (მატება 1 წლიან ჭრილში 15 მილიონი დოლარი).

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები