მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

66 მძღოლს, რომელიც შეგნებულად არ რთავდა კონდიციონერს 10 დღით მიკროავტობუსზე მუშაობა აეკრძალათ

578f392e0bdaa
BM.GE
20.07.16 12:38
2229
კომპანია "თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. როგორც უწყებაში განმარტავენ, ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს.

ასევე გუშინ გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. „უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში", - განმარტავენ თბილისის მიკროავტობუსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები