დღეს, 28 ოქტომბერს, სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მოწვევით მივა.
მინისტრისთვის 68 შეკითხვა გაიგზავნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეხება. კერძოდ, დეპუტატებს პასუხები აინტერესებთ ჩუღურეთის, გორისა და ნაძალადევის რაიონებში სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის ვადაგადაცილებაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობაზე, ანაკლიის პორტის განვითარების სტრატეგიასა და არაერთ მუნიციპალიტეტში (ყვარელი, ზუგდიდი, ლაგოდეხი, მარნეული, ბორჯომი) წყალმომარაგების პრობლემებზე.
სოხაძე "ოცნების" დეპუტატების შეკითხვებს დღის წესრიგის მიხედვით 12:00 საათიდან გასცემს პასუხს. ეს იქნება პირველი მინისტრის მოსმენა XI მოწვევის პარლამენტში. პასუხების შემდეგ დებატები და დეპუტატების გამოსვლები გაიმართება.
68 კითხვა
- როდის დაიწყება ჩუღურეთის რაიონის 37-ე, 150-ე, 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და 26-ე სკოლის ერთი ფლიგელის შეკეთება?
- შეგიძლიათ თუ არა, მოგვაწოდოთ ინფორმაცია წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის მშენებლობის თაობაზე?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და გამოცხადდა თუ არა ტენდერი პროექტირებაზე?
- რა მდგომარეობაა თელავის რაიონის სოფელ ფშავლის ახალი სკოლის მშენებლობაზე და როდის იგეგმება მისი აშენება/დასრულება?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყვიტას საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების შესახებ?
- ბორჯომ-ახალციხის გზა ყოველწლიურად საჭიროებს შეკეთებას. შესაძლებელია თუ არა გზის კაპიტალურად გაკეთება?
- შესაძლებელია თუ არა ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ე.წ. „კუკუშკა“ მატარებლის ფუნქციონირების აღდგენა?
- დაბა ადიგენსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების ქსელი გაკეთებულია, მაგრამ მოსახლეობა ვერ ღებულობს შესაბამის სასმელ წყალს. შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის აღმოფხვრა?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ახალციხესა და ბაკურიანში სასმელი წყლის მიწოდების მიმდინარე სამუშაოებისა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ?
- რამდენად შესაძლებელია გაკეთდეს ბორჯომის შემოვლითი გზა, გვირაბი და ესტაკადები, რათა ბორჯომს ავაცილოთ ტრანზიტული მოძრაობა?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქალაქ ახალციხეში "რაბათის ციხის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ?
- რა ეტაპზეა მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის განხორციელების პროცესი და როდის დასრულდება?
- რამდენად შესაძლებელია ქალაქ მარნეულში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა?
- როდის დაიწყება ყვარლის თეატრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება?
- როდის დაიწყება ყვარელში დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხორციელება და ითვალისწინებს თუ არა იგი საფეხბურთო მოედნის გადატანას სხვა ლოკაციაზე? ასევე, სპორტული კომპლექსის ფარგლებში იგეგმება თუ არა საცურაო აუზის მშენებლობა?
- რა ეტაპზეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის დაბლობის მიმართულებით მიმავალი გზის სამუშაოები?
- როდის გაგრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია?
- როგორ მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები, რა მონაკვეთებია დასრულებული და რა გრაფიკით არის დაგეგმილი პროექტის სრული დასრულება?
- რა ნაბიჯებს დგამს სამინისტრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტის განვითარება განხორციელდეს ერთიანი სატრანსპორტო სტრატეგიის ფარგლებში და სხვადასხვა მოდალური ინფრასტრუქტურა იყოს სრულად ჰარმონიზებული?
- როგორ აფასებს სამინისტრო განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკურ ეფექტიანობასა და კაპიტალის შექმნის შედეგიანობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო სექტორში 2025 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა 2.6%-იანი კლება?
- როდის განახლდება ატენის საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია და რა ნაბიჯებია გადადგმული აღნიშნული პრობლების მოსაგვარებლად?
- რა ეტაპზეა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი და როდის დასრულდება სამუშაოები?
- როდის არის დაგეგმილი გორის მე-11 საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესის დასრულება?
- რა ეტაპზეა გორის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი და როდის იგეგმება რეაბილიტაცია მას შემდეგ, რაც ტენდერი არ შედგა და სააგენტო გაუქმდა?
- როდის არის დაგეგმილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისსა და სოფელ შინდისში ახალი საბავშვო ბაღების აშენება?
- არის თუ არა შესაძლებელი სოფელ დიცში, სკოლის სიახლოვეს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისათვის ახალი საბავშვო ბაღის აშენება, რომელიც მეზობელ სოფლებსაც მოემსახურება?
- შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში დანგრეულ და მშენებარე სკოლებზე, კერძოდ: (113-ე სკოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით; მე-10 და მე-11 სკოლის მშენებლობის მიმდინარეობასთან და დასრულების ვადებთან დაკავშირებით; მე-14 სკოლის მშენებლობის დაწყების ვადებთან დაკავშირებით?)
- რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება ქალაქ ქუთაისში?
- როდის დაიწყება ძველი ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია და რამდენ ხანს გაგრძელდება?
- შესაძლებელია თუ არა, სპორტული ინფრასტრუქტურის (სტადიონი, დარბაზი, საცურაო აუზი და ა.შ.) მშენებლობის პროცესში, სამშენებლო პროექტის დაგეგმვა მოხდეს შესაბამისი სპორტული ფედერაციის ჩართულობით, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები?
- შესაძლებელია თუ არა, ლანჩხუთის სტადიონის მშენებლობა დაიგეგმოს ათი ათას მაყურებელზე გათვლით, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები?
- შესაძლებელია თუ არა, თელავის სტადიონის მშენებლობა დაიგეგმოს ათი ათას მაყურებელზე გათვლით, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები?
- იგეგმება თუ არა ბოლნისში ფონიჭალა–გუგუთი–მარნეულის საავტომობილო გზის შემოვლითი გზის პროექტის მომზადება ან განხორციელება, რათა ქალაქის ტერიტორიაზე შემცირდეს სატრანსპორტო დატვირთვა?
- იგეგმება თუ არა ჩახჯივი-კაბური-თამალახარაბა-ჩივთკილისის (7.8 კმ) და საბეჭისი-თეჯისის (3 კმ) შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში, ვინაიდან ისინი ავარიულ მდგომარეობაშია?
- რა ეტაპზეა ახმეტაში კომპლექსური სპორტკომპლექსის მშენებლობის პროექტი და როდის იგეგმება მისი განხორციელება?
- რამდენად შესაძლებელია ზემო ალვანში, ქვემო ალვანში, ჯოყოლოში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრა, რაც შიდა ქსელების რეაბილიტაციას საჭიროებს?
- გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია იგეგმება თუ არა თუშეთის სოფელ ბეღელასთან და სოფელ კვავლოსთან მისასვლელი გზების მოწყობა?
- როდის გეგმავთ ყვარლის წყალმომარაგების შეჩერებული პროექტის გაგრძელებას?
- როდის განახლდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ენისელის შეჩერებული ბაღის მშენებლობა?
- რა ეტაპზეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია?
- როდის იგეგმება ლაგოდეხის ცენტრალური ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულება?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იგეგმება თუ არა მუშაობა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებში (ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, ნასამხრალი, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო) გაუმართავი სანიაღვრე სისტემების, მოუწესრიგებელი გზისპირებისა და ტროტუარების მოსაწესრიგებლად?
- გეგმავთ, თუ არა რაიმე სამუშაოების განხორციელებას თელავში ღვინის ქარხანა GWS-დან ალაზნამდე არსებული ხევის გასაწმენდად, სადაც იტბორება სავარგულები?
- იგეგმება, თუ არა რაიმე სახის სამუშაოების განხორციელება ღვინის ქარხანა GWS-დან ვარდისუბნამდე არსებულ, სავალალო მდგომარეობაში მყოფ გზაზე?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ავტორიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად?
- იგეგმება თუ არა რაიმე სახის სამუშაოების დაწყება სოფელ ლეჩურის საჯარო სკოლის მშენებლობისა და მიმდებარე გზის უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მიზნით?
- გეგმავთ თუ არა სოფელ გულგულის საჯარო სკოლისა და სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როდის განახლდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საშუალო სკოლის მშენებლობის შეჩერებული პროექტი?
- როდისთვის გეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საშუალო სკოლის რეაბილიტაციის დაწყებას, მას შემდეგ რაც წინა ტენდერი ჩაიშალა?
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ იწელება დროში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის სამუშაობის დასრულება, რომელსაც შპს „ჯავა“ აწარმოებს?
- ხომ არ იგეგმება გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა?
- გაქვთ, თუ არა ინფორმაცია რა მდგომარეობაა ახლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიმითსა და ნანიანში, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ ჭაბურღილები გააჩერა, და მიეწოდება თუ არა სასმელი წყალი მოსახლეობას?
- საინტერესოა, მოახდა თუ არა ჭაბურღილების გაწმენდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში, სადაც კომპანია შპს „ბილდინგ დეველოპერმა“ სამივე ჭაბურღილი გააჩერა?
- თუ ფლობთ ინფორმაციას, გაუმჯობესდა, თუ არა სოფელ არაშენდის თემისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი და რა ეტაპზეა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება ოცდაათამდე კომლისთვის?
- განხორციელდა თუ არა შესაბამისი სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბაკურციხესა და კარდენახში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შემდეგ დაზიანებული გზის საფარის, როგორც ასფალტის, ასევე გრუნტოვანის, პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რა ეტაპზეა შესაბამისი სამუშაოები, სადაც წყალარინების ქსელის მხოლოდ ნაწილია მოწყობილი და მოსახლეობას წყალი მიეწოდება სამ დღეში ერთხელ?
- შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქ. ყვარელში თურქული კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაი ვე თიჯარეთი- ის ფილიალი საქართველოში" მიერ წარმოებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე, რომელიც შეჩერებულია?
- რა ეტაპზეა, როდის დაიწყება და დასრულდება თბილისი-წითელი ხიდის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო პროექტი?
- იგეგმება, თუ არა ქალაქ რუსთავის სამ პრობლემურ სკოლაში (პირველი, მეორე და მეთექვსმეტე საჯარო სკოლები) რაიმე სახის სამუშაოების დაწყება?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა ეტაპზეა ქალაქ რუსთავში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და სავარაუდოდ როდის იგეგმება მისი დასრულება?
- იქნება თუ არა შესაძლებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვი–დიდინეძი–ორულუ–ერგეტა–ანაკლიის დამაკავშირებელი თხუთმეტკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გათვალისწინება 2026 წლის ბიუჯეტში, რომელიც ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის გამო დაზიანდა?
- როდის დაიწყება და რა ვადებში დასრულდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვი-ცაიში–ურთის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის განხორციელება, რომლის ტენდერიც დღემდე არ გამოცხადებულა?
- რას უკავშირდება ის ტენდენცია, რომ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ზოგიერთ პროგრამაში 50%-იან ნიშნულს ჩამორჩება და რამდენად რეალურად გესახებათ წლის ბოლომდე მიზნობრივი შესრულების უზრუნველყოფა, ასევე რა გავლენას იქონიებს ძირითადი შესრულების ბოლო კვარტალში გადატანა ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკაზე?
- გეგმავთ თუ არა, რომ განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი მცირე მუნიციპალიტეტებშიც, შედარებით მცირე ბიუჯეტით, მაგალითად: (ზესტაფონში შორაპნის ციხის და მიმდებარე უნიკალური დასახლების რეაბილიტაცია; ტყიბულში განახლებული რეგიონების ფარგლებში გაკეთებული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას ქუჩის გაგრძელება; თერჯოლაში ქათამაძის მღვიმის მოწესრიგება; ბაღდათში ხანის ჩანჩქერისკენ მიმავალი გზის და ხიდების გაკეთება?);
- გეგმავთ თუ არა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ შექმნას ეროვნული სტრატეგია ქალაქებში ავტოპარკირების სისტემური განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს: ინვესტორებისა და ბიზნესის მოზიდვის რეალურ სტიმულებს; მუნიციპალიტეტებისთვის სწრაფად გამოსაყენებელ ტიპურ საპარკინგე პროექტებს; ერთიან სახელმწიფო ხედვას ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოდერნიზაციის მიმართულებით?
- გეგმავთ თუ არა სამინისტროს შიგნით ისეთი ცენტრალიზებული მართვის მოდელის დანერგვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ რეალურ დროში აკონტროლოთ თითოეული პროექტის ვადები, ბიუჯეტი და ხარისხი? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ იწყება სამინისტროს მუშაობის ახალი სტანდარტების ეპოქა?
- ხართ თუ არა ინფორმირებული ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ (შოთა თავართქილაძის მიწის ნაკვეთის ფუნქციის დაკარგვა, საყრდენი კედლის აუშენებლობა; შანთაძეების უბანში სოფელში შემავალი გზის პრობლემა; 84-ე კილომეტრზე მეწყერის გამო სასაფლაოების ჩამოშლა)? შესაძლებელია თუ არა საჭიროებების დადებითად გადაწყვეტა და დაახლოებით რა ვადა დასჭირდება ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრას?




























