6.8 მლნ მგზავრთნაკადი ავიაციის სექტორში, 4.5 მილიარდის შემოსავლები და 5.2 მლნ ტურისტული ვიზიტი - ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სექტორის 2024 წლის სამიზნე მაჩვენებლებს აქვეყნებს. უწყებამ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული შედეგები დაფიქსირდა: ქვეყანამ ტურიზმიდან 4.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა მოემსახურა, ხოლო ქვეყანაში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა. რა მაჩვენებლებზე გასვლა აქვს დაგეგმილი მთავრობას და რა განცხადებები გაკეთდა ღონისძიების შემდეგ?