მიმდინარე წელს მთავრობა ქვეყანაში 3%-ან მომდევნო წლებში კი 7-8%-ან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. როგორს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, ამისთვის მთავრობას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც ადმინისტრაციული ხარჯების გაყინვას და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებითი თანხების მიმართვას გულისხმობს.
"წელს საქართველოს გარშემო არსებული არასახარბიელო ეკონომიკური განვითარების ტენდენციების მიუხედავად, საქართველო უზრუნველყოფს დაახლოებით 3%-ან ეკონომიკურ ზრდას. მომავალი წლიდან მოყოლებული ჩვენ ვგეგმავთ რომ დამატებით 5 მილიარდი დაიხარჯოს, 2020 წლის ჩათვლით, რისთვისაც მიმდინარეობს საინვესტიციო ბანკებთან მუშაობა. მზად გვაქვს განვითარების გეგმა, რაც გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების გაყინვას იმ ნიშნულზე რაც დღეს არის, ჩვენ ვგეგმავთ რომ ხარჯები შემცირდეს. ნებისმიერი დოლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით დაიხარჯება მომავალ წლებში, უნდა იყოს გათვლილი ეკონომიკურ სარგებელზე და ეს არ იყოს სოციალური მიმართულებით დახარჯული თანხები. ვფიქრობთ, რომ 7-8%-ანი ეკონომიკური ზრდა, თუ არ მოხდა გლობალური კატაკლიზმები ჩვენი ქვეყნის გარშემო, არის აბსოლუტურად რეალისტური და მის განხორციელებას ვიწყებთ შემოდგომიდან", - განაცხადა პრემიერმა.

























