7 და 8 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე „რითეილ ასოციაციის“ ორგანიზებითა და „ქარავანი ორბელიანზე“ პარტნიორობით, „რითეილ ექსპო 2023“ ჩატარდება. ქართული და იმპორტირებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით პირველად იმართება, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა კი მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, ქსელურ მარკეტებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მედიას ექნება.
ორდღიან ღონისძიებაზე კომპანიებს საკუთარი პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა 50-მდე კომპანიას მიეცემა.
სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის" თავმჯდომარე;
ანანო გომართელი - „ქარავანი ორბელიანზე“ გენერალური მენეჯერი;