მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-9 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ფფ
06.12.23 22:00
1994

7-9 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოების გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 7 დეკემბრის 10:00 სთ-დან, 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.

აღნუშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები