მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

პროგნოზი
07.01.24 09:00
5763

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 იანვარს საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -11,-6°, დღისით +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6°-მდე, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით +3, +8°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2°, დღისით +10°.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები