მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 ივნისს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში მივა

5ceba02980723
BM.GE
27.05.19 12:27
1210
7 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში მივა. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. 

კაკულიამ აღნიშნული განმარტება "ჯორჯიან მანგანეზის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას გააკეთა. როგორც კაკულიამ აღნიშნა, დროებითი მმართველის დაბარება დროულად უნდა მოხდეს.

„ხვალ სჯობს ჯორჯიან მანგანეზის დროებით მმართველს მოვუსმინოთ. არ ვიცი ჯერ გაჟღერდა თუ არა, ეკონომიკის მინისტრი იცით, რომ 7-ში მოდის და ეს გადაწყვეტილია. 7 ძალიან შორს არის ამ თემისთვის. ხვალ ამ მოსმენის შემდეგ ჩამოვყალიბდეთ შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს"-განაცხადა რომან კაკულიამ.

 შეგახსენებთ, ჭიათურაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დეპუტატები პარლამენტში "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის გარდა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარებას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები