მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„7 მაისს ბუნებრივი ღვინის ფესტივალს გავმართავთ“ – „საამური“

643920aa071c2
ნანუკა ნარიმანიძე
14.04.23 19:51
811
7 მაისს „ფაბრიკაში“ „საამური ბუნებრივი ღვინის სალონი“ გაიმართება, სადაც იმ მცირე მარნების ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან ბუნებრივი მეთოდით აყენებენ ღვინოს, - ამის შესახებ „საამურის“ დამფუძნებელმა მაია ჭოხონელიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„გასულ წელს ჩატარებულ ფესტივალზე 15 ქართველი მეღვინე გვყავდა, წელს მწარმოებლების სია გაიზარდა, შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს - გურია, რაჭა, კახეთი, ქართლი და ა.შ. ასევე სხვა ქვეყნის ღვინოების დაგემოვნებაც ჩვენს ფესტივალზე“, - განმარტა დამფუძნებელმა.

მაია ჭოხონელიძის თქმით, ფესტივალი არ იქნება მასშტაბური, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის სალონის სახეს დაკარგავს, მაგრამ „საამური“ ყველა ადამიანს, რომელიც ფესტივალზე მოხვდება, უპირობოდ უმასპინძლებს.

„შეირჩა მაისი, რადგან ამ თვეში თბილისში კეთდება ძალიან დიდი ბუნებრივი ღვინის გამოფენა ZERO COMPROMISE და “ახალი ღვინის ფესტივალი” მთაწმინდის პარკში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ღვინით დაინტერესებული უცხოელი თუ ქართველი ადამიანი გაერთიანდება. სწორედ ამიტომ, ჩვენც ამ პერიოდში წარვადგენთ ღვინოებს იმ დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს ეწვევიან“, - ამბობს ის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მაია ჭოხონელიძე მეუღლესთან ერთად თავადაც ბუნებრივი ღვინის წარმოებით არის დაკავებული და აღნიშნულ ფესტივალზე საკუთარი ღვინით(მანავის მწვანე) წარდგება.

ცნობისთვის, „საამური“ „ფაბრიკა“-ში 2021 წლის აპრილში გაიხსნა. მაღაზია-ბარი 100-მდე სახეობის ქართულ და 35-მდე სახეობის უცხოურ ბუნებრივ ღვინოს აერთიანებს, რომელთა ფასები 20-დან 250 ლარამდე მერყეობს. 7 მაისის ფესტივალის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე ადგილზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები