მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
06.03.25 20:00
95

7 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:30 საათზე, ენერგომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემები; მოსახლეობისთვის უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადები; გაზრდილი კომუნალურები; საჩივრები და წლის ყველაზე მასშტაბური გამოწვევა.

13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ (07-2/21; 21.02.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები).

14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ (07-2/21; 21.02.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები