მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

10 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

09:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება;

10:00 საათზე - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული;

12:30 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით განსახილველი საკითხები:

  1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/412; 05.08.2024) (I მოსმენა) (წამყვანი);მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე;
  2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/422; 03.10.2024) (სავალდებულო);მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/19; 11.02.2025) (სავალდებულო);მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
  4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე საქართველო“-ს (გიორგი გაგნიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-9292/24; 02.09.24);მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

12:30 საათი - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომადღის წესრიგი

  1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
  2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ეკომიგრანტთა/დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი;
  3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი;
  4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024) II მოსმენით განხილვა;ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;მომხსენებელი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია;წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია.

12:30 საათი - კულტურის კომიტეტის სხდომა დღის წესრიგი:

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი გაბუნიასა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/24; 10.02.2025) II მოსმენა;მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები