მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"7 მოსამართლე, პროკურორები, პოლიციელები" – ლიეტუვას მიერ შავ სიაში ახლად შეყვანილი პირები

დდ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დაასანქცირეს თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, ასევე ქართველი ხალხის რეპრესიებზე.

„შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას.

ამაღლობელი 38 დღე შიმშილოდბა ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც თითქმის 100 დღეა აპროტესტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სისტემურ ქმედებებს, რომელიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები