მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ნოემბერს, პარიზში, GIMPHA-ს ევროპის კონფერენცია გაიმართება

7 ნოემბერს, პარიზში, GIMPHA-ს ევროპის კონფერენცია გაიმართება, ორგანიზაციის წევრებისა და პარტნიორების ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა. კონფერენციაზე, ტრადიციულად, შეჯამდება ორგანიზაციის საქმიანობა, განიხილება სამომავლო გეგმები და ახალი პროექტები. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ასევე საქართველოში GIMPHA-ს საქმიანობის გაგრძელება და საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობის გაძლიერება.

GIMPHA საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობაა.

სტუმრები: ალექსი ბაიდოშვილი - GIMPHA-ს პრეზიდენტი;

ნარგიზ ზიბზიბაძე - GIMPHA-ს გენერალური მდივანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები