მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 პროექტი, 1,100-ზე მეტი ფართი და საერთაშორისო ბრენდები - როგორია SEMIRA-ს პორტფელი?

საბა სოზაშვილი
04.09.26 13:54
852

7 პროექტი საქართველოს მასშტაბით, 4 მიმდინარე მშენებლობა აჭარაში და 1,100-ზე მეტი საინვესტიციო აპარტამენტი, სასტუმრო ნომერი თუ საცხოვრებელი ფართი - ასე გამოიყურება დეველოპერული კომპანია SEMIRA-ს მიმდინარე პორტფელი. კომპანია ბაზარზე როგორც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ, ისე სასტუმროს ტიპის კომპლექსებს ავითარებს და ინვესტორებს გაქირავების მართვის სრულ სერვისს სთავაზობს.

კომპანიის საერთაშორისო სტანდარტებს განამტკიცებს WorldHotels-თან პარტნიორობა - გლობალური ბრენდის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 160-ზე მეტ დამოუკიდებელ, პრემიუმ და ლაქშერი კლასის სასტუმროსა და კურორტს აერთიანებს.

სწორედ ამ თანამშრომლობაზე, ISO სტანდარტებსა და საინვესტიციო შეთავაზებებზე „საქმიანი დილას“ ეთერში SEMIRA-ს კომერციულმა დირექტორმა, საბა სოზაშვილმა ისაუბრა.

- „სემირა“ დღეს საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე საკმაოდ აქტიური ბრენდია. რა არის „სემირა“ და რა იდეის გარშემო შეიქმნა კომპანია?

- „სემირა“ ერთი ძალიან მარტივი, თუმცა ფუნდამენტური იდეის გარშემო შეიქმნა: მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, იცხოვრონ უფრო ბედნიერ გარემოში.

ჩვენი ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრისას თანამშრომელმა თქვა: „ბინას რომ ვეძებდე, ისეთ ადგილს ავარჩევდი, სადაც ჩემს შვილებს ბედნიერი ბავშვობა ექნებოდათ“ - ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ჩვენს მისიას. გვჯერა, რომ სახლებში იქმნება ოჯახები, მოგონებები და ცხოვრების ახალი ეტაპები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ არა უბრალოდ უძრავი ქონება, არამედ საცხოვრებელი სივრცე, სადაც ადამიანს უკეთესი ცხოვრებისთვის ყველა პირობა ექნება.

- თქვენი ბრენდბუქის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია: „ეს შენი ცხოვრებაა“. როგორ გადმოსცემს ეს ფრაზა კომპანიის ფილოსოფიას და როგორ აისახება ის უშუალოდ პროექტებზე?

- „ეს შენი ცხოვრებაა“ ჩვენთვის მხოლოდ სლოგანი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომლითაც თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვხელმძღვანელობთ.

როდესაც პროექტის შექმნას ვიწყებთ, პირველ რიგში ვსვამთ კითხვებს: როგორ უნდა იცხოვროს აქ ადამიანმა? როგორ შემოვა ოთახში მზის სინათლე? როგორი ხედი გადაეშლება და, ზოგადად, როგორი იქნება მისი ყოველდღიურობა ამ გარემოში? ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი ადამიანია. გვსურს, მომხმარებელს შევუქმნათ ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ცხოვრების სტილს განსაზღვრავს.

- რა განასხვავებს SEMIRA-ს სხვა დეველოპერული კომპანიებისგან იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია?

- მთავარი განსხვავება მიდგომაშია. პროექტზე მუშაობის დაწყებისას ჩვენი პირველი კითხვა არასდროს არის ის, თუ რამდენი კვადრატული მეტრი უნდა აშენდეს. ჩვენ ვსვამთ კითხვას: როგორი ცხოვრება გვინდა შევქმნათ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე?

ამის შემდეგ იგეგმება ინფრასტრუქტურა, მომსახურება, ლანდშაფტი და მშენებლობისთვის საჭირო სხვა დეტალები, თუმცა გვჯერა, რომ ხარისხი მხოლოდ სამშენებლო მასალებით არ იზომება - ხარისხი არის ის ყოველდღიური გამოცდილება, რომელსაც ადამიანი საცხოვრებელ გარემოში იღებს.

- როგორ არჩევთ ლოკაციებს პროექტების განსახორციელებლად? რა არის გადამწყვეტი ფაქტორი?

- ლოკაციის შერჩევას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ეს პირველადი და შეუქცევადი გადაწყვეტილებაა - შენობას თუ დიზაინს დროთა განმავლობაში შეცვლი, მაგრამ ლოკაციას ვერასდროს.

ამასთან, შერჩევისას მხოლოდ არსებულ რეალობას არ ვაფასებთ, არამედ ვაკვირდებით პერსპექტივას: როგორია ქალაქის განვითარების დინამიკა, ინფრასტრუქტურული პოტენციალი, ბუნებრივი გარემო თუ ტურისტული მიმზიდველობა. ეს ფაქტორები ქმნის იმ ღირებულებას, რაც ლოკაციას გრძელვადიან ფასს სძენს. ვეძებთ ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანებს საკუთარი ცხოვრების საუკეთესო წლების გატარება მოუნდებათ.

- თქვენ ახსენეთ ხარისხი, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასაც ISO სერტიფიკატი და WorldHotels-თან აქტიური თანამშრომლობა ადასტურებს. როგორ აკონტროლებთ ხარისხს და რა ეტაპზეა საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობა?

- ჩვენთვის ხარისხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მშრალი დაპირება - ის სისტემური და გაზომვადი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ISO სერტიფიცირება, რაც იმის დასტურია, რომ თითოეული პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

ამავე ლოგიკით ვუყურებთ WorldHotels-თან თანამშრომლობასაც. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო პრემიუმ-სასტუმროების გამოცდილება და სტანდარტი საქართველოში, ჩვენს პროექტებში დავნერგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ხარისხი არა მხოლოდ ობიექტის ჩაბარების დღეს, არამედ წლების განმავლობაში, ყოველდღიურად იგრძნოს.

სხვათა შორის, დუბაიში მივემგზავრებით, სადაც რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობთ და საქმიან შეხვედრებს ვმართავთ ინვესტორებთან საქართველოს ბაზრის გაფართოების მიზნით. ეს ვიზიტი WorldHotels-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრით და ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმებით დაგვირგვინდება, რის დეტალებსაც დაბრუნებისთანავე გაგიზიარებთ.

- საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით რა გამორჩეული შეთავაზება აქვს SEMIRA-ს და რატომ უნდა ენდოს ინვესტორი - ადგილობრივი თუ საერთაშორისო - სწორედ თქვენს კომპანიას?

- როდესაც საქმე ინვესტიციას ეხება, მთავარი ფაქტორი ყოველთვის ნდობაა. ნდობა იწყება გამჭვირვალობით, გრძელდება ხარისხით და მყარდება იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც დეველოპერი საკუთარ თავზე იღებს.

ინვესტორმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს და დარწმუნდეს, რომ მისი გადაწყვეტილება უსაფრთხოა. SEMIRA არ ქმნის უბრალოდ ფიზიკურ სივრცეს - ჩვენ ვქმნით მზარდი ღირებულების მქონე აქტივს, რომელსაც დროთა განმავლობაში კაპიტალიზაციისა და შემოსავლიანობის მაღალი პოტენციალი აქვს.

ჩვენი გამჭვირვალობა, ISO სერტიფიცირება და WorldHotels-ის მსგავს გლობალურ ბრენდთან პარტნიორობა სწორედ იმის დასტურია, რომ კომპანია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საინვესტიციო მოთხოვნებს.

- შეჯამებისთვის: რა არის SEMIRA-ს მთავარი უპირატესობა მათთვის, ვინც დღეს თქვენი პროექტებით ინტერესდება?

- დღეს ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა დროა. უძრავ ქონებაში სწორ დროს შესვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მომხმარებლებს, რომლებიც SEMIRA-ს პროექტებს ადრეულ ეტაპზე შემოუერთდებიან, ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებსა და გადახდის მოქნილ გრაფიკს. თუმცა მხოლოდ კომერციული პირობებით არ შემოვიფარგლებით - ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ, საუკეთესო ლოკაციებზე განთავსებულ ხარისხიან საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მათ ცხოვრების სტილს გააუმჯობესებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები