მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 139%-ით

5d56e0845e171
დავით ჯალაღონია
18.08.19 15:20
896
ელექტროენერგეტიკის ბაზრის ოპერატორის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში 716 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა - 641.4 მლნ.კვტ.სთ, თუმცა იმპორტირებული ენერგიის ზრდის ტემპით რუსეთი გამოირჩევა.

კერძოდ, 2019 წლის იანვრ-ივლისში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი (74.7 მლნ კვტ.სთ) გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 139%-ით მეტია.

ელექტროენერგიის იმპორტი - 7 თვე
(მლნ კვტ.სთ)

                        2018         2019

რუსეთი             31.202        74.7

თურქეთი           36.489          0

აზერბაიჯანი      517.779     641.4

სომხეთი               7.8           0

სულ იმპორტი     593.271     716