2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 324 017 TEU კონტეინერი დამუშავდა. წლიურ ჭრილში კლება 6.8%-ია. კომპანიაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ტვირთბრუნვის შემდეგ, პროცესმა დასტაბილურება დაიწყო.
მეორე კვარტალში ყველაზე მეტი - რეკორდული რაოდენობის კონტეინერი მაისში დამუშავდა.
კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“
- მაისი - 53129 TEU
- ივნისი - 46548 TEU
- ივლისი - 51839 TEU
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 7 თვეში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 187 საკონტეინერო გემი მიიღო. ამასთან, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 47 562 მანქანა დამუშავდა. მათ შორის, ივლისში 2024 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი ავტომანქანის დამუშავება მოხდა.
ავტომობილების დამუშავების მაჩვენებელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“
- მაისი - 6469 მანქანა
- ივნისი - 6943 მანქანა
- ივლისი - 7800 მანქანა