იანვარ-ივლისში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 364 ფაქტია გამოვლენილი;
ეროვნული სატყეო სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 935 კუბური მეტრი შეადგინა.
ეროვნული სატყეო სააგანტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 46 ფაქტი.
რაც შეეხება ივლისს, სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტია გამოვლენილი ახალქალაქში.




























