ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით უწყებამ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით 70 702 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით გამოძიება 55 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2018 წლის 7 თვის განმავლობაში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 34 000 კოლოფით ნაკლები უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული საგამოძიებო სამსახურის მიერ.