2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოდან 18.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 11.9 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა ექსპორტზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული წვენების რაოდენობა 37%-ით (3.2 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 31%-ით (4.3 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობს სამინისტრო ავრცელებს.
ზუსტ და დეტალურ მონაცემებს კი სტატისტიკის დეპარტამენტი 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
უწყების ცნობით, მხოლოდ 2026 წლის ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.
2026 წლის 7 თვეში ექსპორტი სულ 47 ქვეყანაში განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასე გადანაწილდა:
- აშშ - 24%
- ავსტრალია - 21%
- რუსეთი - 12%
- გერმანია - 11%
- ისრაელი - 7%

























