მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველომ $22 მილიონის მეორეული ტანსაცმელი იყიდა

მეორეული ტანსაცმელი

საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 21.9 მილიონი დოლარის ღირებულების 6 173 ტონა ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას მეორეული ტანსაცმლის იმპორტი გაუიაფდა, ვინაიდან, ნაყიდი ტანსაცმლის მოცულობა წლიურად 9.6%-ით არის გაზრდილი, ღირებულება კი - 4.3%-ით შემცირებული.

საქართველოსთვის მეორეული ტანსაცმლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია. უფრო დეტალურად, 7 თვის მონაცემებით, ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - $8.2 მლნ, 2 275 ტონა;
  • აშშ - $3.2 მლნ, 254 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.8 მლნ, 699 ტონა;
  • გაერთიანებული სამეფო - $1.78 მლნ დოლარი, 626 ტონა;
  • ნიდერლანდები - $1.6 მლნ, 310 ტონა;
  • ბელგია - $1.3 მლნ, 423 ტონა;
  • პაკისტანი - $995.7 ათასი, 795 ტონა;
  • გერმანია - $530.7 ათასი, 133 ტონა;
  • იტალია - $427.9 ათასი, 129 ტონა;
  • ესპანეთი - $398 ათასი, 108 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა ნახმარი ტანსაცმელი და ნაწარმი პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლიტვადან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, კანადიდან, იორდანიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

2023 წელს საქართველოში 40 მლნ 745 ათასი დოლარის ღირებულების 10 642 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები