მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

ქოლგები და საწვიმრები

საქართველოში საწვიმარი და მზისგან დასაცავი ქოლგების იმპორტი გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ჯამში $2.5 მილიონი ღირებულების, 606 ტონა ქოლგა შემოვიდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული ქოლგების ღირებულება $2.3 მილიონს, ხოლო მოცულობა 518 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 თვეში ქოლგების იმპორტის ღირებულება დაახლოებით 7%-ით, ხოლო მოცულობა 16.9%-ით გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში ქოლგების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ჩინეთი იყო. საქართველომ ჩინეთიდან $1.4 მილიონი ღირებულების, 452 ტონა ქოლგა შეიძინა. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა, საიდანაც იმპორტმა $410 ათასი და 69 ტონა შეადგინა. მესამე პოზიციაზეა თურქეთი - $303 ათასი და 44 ტონა.

ქოლგების იმპორტის ათეულში ასევე შედიან:

  • ჩეხეთი $144 ათასი, 13 ტონა;
  • ბულგარეთი - $49 ათასი, 11 ტონა;
  • გერმანია - $39 ათასი, 1.8 ტონა;
  • იტალია - $32 ათასი, 1.2 ტონა;
  • ესპანეთი - $24 ათასი, 1.4 ტონა;
  • საფრანგეთი - $17 ათასი, 500 კილოგრამი;
  • ჰონგ-კონგი - $12 ათასი, 8.1 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები