მიმდინარე წელს საქართველოში ველოსიპედების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ქვეყანამ 2 მილიონ 850 ათასი დოლარის ღირებულების 860 ტონა ორთვლიანი ველოსიპედები და სხვა სახის ველოსიპედები ძრავის გარეშე შემოვიდა.
იმპორტის ღირებულება 48.7%-ით, ხოლო შეძენილი ეკოლოგიური ტრანსპორტის მოცულობა 32.2%-ით გაიზარდა.
ველოსიპედების მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის ჩინეთია. საქართველოში წლის პირველ 7 თვეში ამ ქვეყნიდან 2 მილიონ 517 ათასი დოლარის ღირებულების ველოსიპედები შემოვიდა, რაც თითქმის 1 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ პერიოდში ველოსიპედების იმპორტი ნიდერლანდებიდანაც ხდებოდა, თუმცა მცირე იყო და 7 თვეში სულ 102 ათასი დოლარის 3 ტონა ველოსიპედი შემოვიდა. გერმანიიდან $92.1 ათასის 6 ტონა, ბელგიიდან $56.1 ათასის 3 ტონა, იაპონიიდან კი $26.7 ათასის 8 ტონა ველოსიპედი შევიძინეთ.




























