7 წლის რაიანი, რომელიც Youtube-ერია და სათამაშოების პერიოდულ მიმოხილვას აკეთებს, წელიწადში 22 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ინფორმაციას Forbes-ზე დაყრდნობით Businessinsider ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, არსებულ ვიდეოებს მისი ოჯახის წევრები ამზადებენ, თავად კი, ისტორიების მთავარი გმირია.
აღსანიშნავია, რომ მან ვიდეოების გაკეთება მხოლოდ 1 წლის წინ დაიწყო და უკვე 17 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ჯამში, 7 წლის რაიანის ვიდეოებს 25 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ასე გამოიყურება: