ლიდერი შვეიცარიულ სკოლა Glion Institute of Higher Education, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბაზარზე უნიკალური სასწავლო პროგრამის, Emerging Leaders Executive Program-ის განხორციელებას იწყებს.
ერთ წლიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ნებისმიერ სექტორში დასაქმებულ საშუალო და მაღალი თანამდებობის პირებს საშუალება მისცეს, განივითარონ საკუთარი ლიდერული და მენეჯერული უნარ-ჩვევები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები ბიზნესსექტორის მთავარ მოთამაშეებთან და შეისწავლონ მომსახურების ინდუსტრიაში მოსალოდნელ კრიზისებთან და გამოწვევებთან გამკლავების გზები.
კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. Glion Institute of Higher Education აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 50 აპლიკანტს შეარჩევს, რომლებსაც Emerging Leaders სასწავლო პროგრამის გავლა 70%-იანი დაფინანსებით შეეძლებათ.
პროგრამა სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზეა დაფუძნებული და სამ მოდულს მოიცავს. მისი მიმდინარეობისას, პროგრამის მონაწილეებს შანსი ეძლევათ, კურსის ფარგლებში მასტერკლასებს შვეიცარიაში, Glion Institute of Higher Education-ის კამპუსზე დაესწრონ.
პროგრამის სამი მოდული კი შემდეგნაირად ნაწილდება:
- Leadership, Leading Transformation - შვეიცარიიდან მოწვეული პროფესორების მასტერკლასები თბილისში, ტაშკენტში, ასტანასა და ბაქოში გაიმართება;
- Crisis Leadership in the Service Industry - დისტანციური სწავლება;
- Leadership Impact on Company Performance - 2025 წლის მაისში პროგრამის მონაწილეები შვეიცარიაში გაემგზავრებიან;
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტურიზმის საერთაშორისო აკადემიას: ვებგვერდზე ან Facebook გვერდზე;
ტურიზმის საერთაშორისო აკადემია - საქართველოში დაფუძნებული წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების გლობალური ხედვით შეიქმნა. აკადემია რეგულარულად აორგანიზებს უნიკალურ სასწავლო პროგრამებს, ტრენინგ-კურსებსა და მასტერკლასებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს და კვალიფიციური კადრების გადამზადებას ემსახურება. ITA-ს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის მოწინავე სასწავლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებთან, რომლებთან თანამშრომლობაც განათლების მიღების უნიკალურ შანსებს აჩენს.
Glion-ის უმაღლესი განათლების ინსტიტუტი - შვეიცარიაში 1962 წელს დაფუძნებული საგანმანათლებლო ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია, ევროპის მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში პროფესიონალი კადრების გადამზადების კუთხით. უნივერსიტეტს გამოარჩევს NECHE-ს (New England Commision of Higher Education) აკრედიტაცია და კურსდამთავრებულთა დასაქმების 98%-იანი მაჩვენებელი. ITA-სა და Glion-ის თანამშრომლობის შედეგად, წამყვანი შვეიცარიული ინსტიტუტის პროგრამა საქართველოს ბაზარზე ხდება ხელმისაწვდომი.
დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით:
Internationaltourismacademy.com
info@internationaltourismacademy.com
+995 591 23 75 85