მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

70 წლამდე პენსიონერებისთვისაც პენსია 35 ლარით გაიზრდება - საარჩევნოდ ზრდა დაგეგმილზე მაღალია;

სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, 2025 წელს 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიები ნაცვლად 20 ლარისა, 35 ლარით გაიზრდება - ამის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, რომ მომავალ წელს პენსია ინდექსაციის ფორმულით გათვალისწინებულზე მეტად გაიზარდოს, სწორედ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახება. ის რომ საქართველოში პენსიის მოცულობა კვლავ დაბალია და ზრდას საჭიროებს, ეკონომისტებიც თანხმდებიან, თუმცა მათი თქმით, არასწორია, რომ პენსიების ზრდა კვლავ წინასაარჩევნოდ მანიპულაციის საგნად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები